ომბუდსმენი, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

phenergan online no prescription 2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების გაბათილება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. მან რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს.

ომბუდსმენის განცხადებაშიც ჩანს, რომ ამომწურავად არ იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება.

„ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ.“ – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.


0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password