“მის საქართველო 2017”-ის მონაწილეები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ (VIDEO)

panikis dawyebis momenti, roca jer verc ki warmovidgent ra sheidzleba moxdes.

Posted by Mariam Donadze on Friday, November 24, 2017

generic levitra super active “მის საქართველო 2017”-ის კონკურსანტი, მარიამ დონაძე, რომელიც ხანძრის გაჩენისას სასტუმრო “ლეოგრანდში” იმყოფებოდა, ” არილი TV”-სთან საუბრისას მიმდინარე მოვლენებს დეტალურად იხსენებს.

“ვემზადებოდით ტალანტ შოუსთვის, როდესაც დავინახეთ, როგორ მორბოდა ხალხი ყვირილით, დაიწყო პანიკა, ჭურჭლის მსხვრევა, თავი ფილმში მეგონა. მოვიდა მომსახურე პერსონალი და გვითხრა, რომ ტერასაზე უნდა გავსულიყავით, ჩვენ ვიყავით მეშვიდე სართულზე, ცეცხლი გაჩნდა მეოთხეზე და ავიდა მეხუთე სართულამდე. ცეცხლი იყო სპაშიც, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. საკმაოდ მძიმე კადრები იყო. 2 საათის განმავლობაში ვიყავით ტერასაზე, შემდეგ ხალხი ჩაიყვანეს კალათებით, მე და რამდენიმე ადამიანი მეხანძრეებმა ჩაგვიყვანეს კიბით. ნომერში დარჩენილი გოგონები სახანძრო კიბეს ეძებდნენ, რომ ჩამოსულიყვნენ ქვემოთ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ძალიან შეგვეშინდა ზოგ გოგოს დამაწყნარებლებიც დასჭირდათ. ამ ამბის გამო კონკურსიც გადაიდო გაურკვეველი ვადით” – ამბობს დონაძე.

კონკურსის მონაწილეები ცოტახნის წინ გამოვიდნენ დაკითხვიდან, სადაც მათ დეტალურად გამოკითხეს მომხდარზე.


0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password